"ჯარისკაცის მამის" ავტორს ქუთაისში მემორიალური დაფა გაუხსნეს
თარიღი : 7-06-2015, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ხანანაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ სახლზე გახსნეს, სადაც რეზო ჩხეიძე მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით მხეიძესთან) ერთად ცხოვრობდა. მემორიალური დაფის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. ადგილზე რეზო ჩხეიძის ნათესავები და რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლებიც შეიკრიბნენ.
დღესვე, ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყობა. წიგნს თან ახლავს ფილმ ,,ჯარისკაცის მამის'' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. ასევე, მოეწყობა რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.