Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მუსუსმა" იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჭიათურის თეატრს გამარჯვება მოუტანა

თარიღი : 7-06-2015, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ფესტივალ „თეატრალური იმერეთი 2015"-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ფესტივალის მთავარი პრიზი-გრან პრი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს გადაეცა. გამარჯვებული თეატრი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. ფესტივალზე, სადაც იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას, ჭიათურის თეატრი მიხეილ ჯავახიშვილის "მუსუსით" იყო წარმოდგენილი. სპექტაკლი, რომელმაც თეატრს რეგიონის მასშტაბით წარმატება მოუტანა, მოწვეულმა რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ ჭიათურის თეატრის მსახიობი ამირან ნასყიდაშვილი დაჯილდოვდა.


ნანახია: 2840-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.

ამინდი