გამოფენა-გაყიდვა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში-რას გპირდებათ ფლიმარკეტი?
თარიღი : 6-06-2015, 22:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში Kutaisi Flea Market გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
" ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე შეუძლია გამოფინოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, ჭურჭელი, საჭმელი, სასმელი, სათამაშოები და ა.შ. ფანტაზია შეუზღუდავი და ფართოა. ფლი მარკეტზე ასევე ნახავთ ნივთებს, რომლებსაც, ადრე ვიღაცისთვის ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა კი შეიძლება თქვენთვის გახდეს სასურველი და მიმზიდველი. მარკეტზე ნებისმიერიო თაობის და გემოვნების ადამიანს შეუძლია ნახოს მისთვის საინტერესო ნივთი, შეიძინოს ახალი მეგობრები, საერთო ინტერესებით და განიტვირთოს დაძაბული კვირისგან," - აცხადებენ გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები.