კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
თარიღი : 6-06-2015, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში კინოსეანსები ღია ცის ქვეშ, ამფითეატრში დიდ ეკრანზე გაიმართება. კინოჩვენებეზე "ფილმების მიქსი" იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კინო კლასიკას და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმოაჩენენ.
დღევანდელი კინო ჩვენება ემირ კუსტურიცას ფილმით "არიზონას ოცნება"-თი გაიხსნა. კინოჩვენებებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი კინომცოდნე თამთა თურმანიძე გაუძღვება.
"ღია ცის ვეშ ფილმის ჩვენებების იდეა ის არის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ ოჯახთან ერთად უყურონ ფილმებსა და სასაინოვნო გარემოში გაატარონ ზაფხულის საღამოები," -განაცხადა თამთა თურმანიძემ.
ბოტანიკურ ბაღში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ შაბთა-კვირას გაიმართება. აღნიშნულ ჩევნებეზე დასწრების მსურველებს ბილეთის შეძენა ადგილზე, სალაროში შუძლიათ. ბილეთის ფასი 3 ლარია.
ნია ჯანჯღავა