Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში აქციის მონაწილეებმა სასახლით კანონები გაასვენეს

თარიღი : 6-06-2015, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
რუსთაველის ქუჩაზე არსებული მაღაზიების მფლობელებმა ბაზრის ტერიტორიაზე სასახლე დაასვენეს და გაასვენეს ის კანონები, რომლებიც მათი თქმით, ირღვევა.
მათი განცხადებით, ბუნებრივი რესურსების მართვის სააგენტომ რუსთაველის ქუჩა რამდენიმე წლით გაასხვისა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უფლება მისცა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები მოიპოვოს, რისთვისაც ქუჩის გადაკეტვა გახდება საჭირო და ისინი სავაჭრო საქმიანობას ამ პერიოდში ვერ განახორციელებენ.
ფართების მეპატრონეები კომპენსაციებს ითხოვენ და მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. ტენდერის ჩატარება ზესტაფონის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა.
კახა შავგულიძის თქმით, ტენდერის პირობების, მიხედვით კომპანიამ მაღაზიების მფლობელებთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურად უნდა აწარმოოს, საკრებულო კი მათი უფლებების დაცვას შეეცდება.


ნანახია: 1728-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული კერძო საკუთრების მეპატრონეები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.
ზესტაფონის მერიაში ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ისინი პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

ამინდი