სამტრედიის რაიონის მოსახლეობა მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება
თარიღი : 5-06-2015, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამტრედიის რაიონის ტოლების თემის მოსახლეობა მდინარე ხევისწყალიდან ქვიშის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, მდინარის კალაპოტიდან ქვიშის ამოღება კი, სოფელს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
"მდინარე ხევისწყალიდან 300 000 კუბური მეტრი ქვიშის ამოღება გამოიწვევს მდინარის 3მ-ით დაღრმავებას, შედეგად დაშრება ყველა ჭა და საყრდენი გამოერეცხება მდინარე ხევისწყალზე აგებულ ყველა ხიდს. მდინარე უხვი ნალექის მოსვლისას გადმოდის კალაპოტიდან და ზიანს აყენებს ადგილობრივებს. ხშირია სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის ფაქტები."- აცხადებენ სოფელში მცხოვრებლები.
შეგახსენებთ,რომ 2013 წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე ხევისწყალზე გადებული 40 მეტრიანი ხიდი შუაზე გადატეხა. აღნიშნული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობი ამ დრომდე არ დაწყებულა.