Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისზე შეყვარებული ფერეიდნელი ილია ჭავჭავაძე

თარიღი : 5-06-2015, 07:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დაბრაზში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. ,,ფერეიდნის ილია ჭავჭავაძე“-როგორც მას უწოდებენ, ,,იმედის გმირების“ მონაწილეა. პროფესიით ისტორიკოსი ქართულ-ირანული ურთიერთობების შესწავლითაა დაინტერესებული. მულიანმა ირანულ ენაზე ადაპტირებული დედა ენა შექმნა და უკვე რამდენიმე წელია ირანში ქართული ენისა და დამწერლობის გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თაოსნობით ფერეიდანში ქართული სკოლაც ფუნქციონირებს. სკოლაში მსწავლელთა მსურველები როგორც მოხუცები, ისე ბავშვები და ახალგალგაზრდები არიან.
,,დიდი სურვილი მქონდა წერეთლის უნივერსიტეტში ჩამეტარებინა შეხვედრა და მომეყოლა ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებაზე, გამეცნო იქაური დღევანდელობა. ქუთაისი ძალიან მიყვარს და როცა საქართველოში ჩამოვდივარ სულ ვცდილობ თქვენს ქალაქში მოვხვდე,“-განაცხადა საიდ მულიანმა.
მისივე თქმით, თუ გულით გინდა ქართული საქმის გაკეთება, ყველგან შეიძლება, იქაც და აქაც. საიდ მულიანი მისი საქმიანობით ცდილობს შეასრულოს წინაპრების ოცნება-მათ შთამომავლობაში არ დაიკარგოს ქართული ენა და კულტურა.
,,საიდი განსაკუთრებული პიროვნებაა.მისი დამსახურებაა,რომ დღეს ფერეიდანში ქართველებმა იციან მათი წარმომავლობა და ქართული ენა. ჩვენ ვალდებულები ვართ ამ კაცს და იმ 50000 ადამიანს გვერდით დავუდგეთ და ჩემი მეგობრების მხარდაჭერით, სექტემბერში ათას წიგნს გავაგზავნით ფერეიდანში,“-განაცხადა უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰელენ იოსელიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა
მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს პარლამენტში
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თურქეთში 4-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა.

ამინდი