Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„შვილიშვილები ღამით მარტო იყვნენ, ამ კაცმა კი იხელთა დრო და ბავშვი გამიუპატიურა“

თარიღი : 4-06-2015, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გაუპატიურებული ბავშვის ბებია მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, 3 არასრულწლოვანი შვილიშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მათი მეზობელი მივიდა, მაღაზიაში წაყოლა სთხოვა და ბავშვი გააუპატიურა.

„თავიდან უფროსი შვილიშვილისთვის უთქვამს მაღაზიაში წამომყევიო, შემდეგ კი უმცროსისთვის უთქვამს, წამოდი, კამფეტებს გიყიდიო. ბავშვი გაჰყვა და ამის შემდეგ მოხდა ეს უბედურება. დღეს უკვე პოლიციაც ჩავაყენეთ საქმის კურსში და იმედია, ამ ნაძირალას დააკავებენ, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია“, - აცხადებს გაუპატიურებულის ბებია ნ.ბ.

topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს იმის შესახებ, რა ღონისძიებები გატარდება მოძალადე მამაკაცის წინააღმდე, რომლის ვინაობასაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და თანასოფლელები ღიად ასახელებენ.


ნანახია: 3525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.
25 ივნისს, ბავშვი დღის ცენტრიდან სახლში სახის არეში დაზიანებებით მივიდა.
ოჯახი 19 იანვარს რესტორანში სუფრაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლის დროს ბავშვი გარეთ გამოჰყვათ, თუმცა დედამ პატარა ვერ შნიშნა და
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.
საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული.

ამინდი