Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის და რა გზა გაიარა ქუთაისის ოპერის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა?

თარიღი : 4-06-2015, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ბრძანებით, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თეატრის მთავარი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა.
Topnews.com.ge ოპერის ახალი ხელმძღვანელის მიერ გავლილ პროფესიული და პირადი გზის შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ.
ირინა ლომინაძე 1964 წ. 29 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1982-86 წლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე სწავლობდა. 1987 წელს ლომინაძემ სამუსიკო სასწავლებელთან არსებულ ქალთა გუნდში მუშაობა მსახიობ_მომღერლად დაიწყო, რის შემდეგაც სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო- სადირიჟორო განყოფილებაზე პედაგოგ დიმიტრი კვაჭანტირაძეს კლასში განაგრძო. 1995 წელს ირინა ლომინაძემ მუშაობა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელში სპეციალური დისციპლინების პედაგოგად დაიწყო. 1997 წელს ლომინაძე საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების გამგედ დაინიშნა და პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო.
1997 წელს ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში მოსწავლეთა შერეული გუნდი შეიქმნა, რომლის დირიჟორად ირინა ლომინაძე დაინიშნა. აღნიშნული გუნდი წარმატებით მოღვაწეობს. გუნდი არ გამოირჩევა მრავალფეროვანი რეპერტუარით, თუმცა მისი წარმატება ქართული საგუნდო მუსიკის კლასიკოსი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებამ განაპირობა. გუნდს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მონაწილეობდა: 2000 წ. საქართველოს პროფესიული გუნდების დათვალიერება_კონკურსი (გრამპრის მფლობელი), 2001 წ. ბიძინა კვერნაძის საიუბილეო კონცერტი (ქ. ქუთაისი), 2002 წ. იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო ონცერტი (ქ. ქუთაისი), 2003 წ. გუნდის სოლო კონცერტი _ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, 2004 წ. გუნდის კონცერტი _ ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორია, 2005 წ. გუნდის სოლო კონცერტი _ თბილისის საოპერო თეატრი. 2005 წელს ირინა ლომინაძემ მიიღო ჯილდო ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
2011 წელს ლომინაძე ქუთაისის საოპერო თეატრში დამდგმელ ქორმაისტერად მიიწვიეს ოპერაში ,,ჯამბაზები“.
2013 წელს ირინე ლომინაძემ ჩამოაყალიბა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,ქუთაისი“, სადაც გაერთიანებულია 12 ბიჭი. ანსამბლი მიწვეული იყო კონცერტით ინგლისის საელჩოში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 2014 წელს ირინა ლომინაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მთავარ ქორმაისტერად.
ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.
ცნობისთვის, ირინა ლომინაძემდე ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გოგი ჭიჭინაძე იკავებდა.


ნანახია: 2385-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიუბილეო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
ოპერის თეატრი სეზონს ოთარ თაქთაქიშვილის სამ მოქმედებიანი ოპერა - „მინდია“- თი დახურავს.
ოპერის თეატრი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კულტურის მინისტრს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მინისტრი საბოლოო
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
სეზონის გახსნაზე თეატრი მაყურებელს ზ.ფალიაშვლის სამმოქმედებიან ოპერას შესთავაზებს.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ

ამინდი