წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი თამარ მეფის ქუჩის მოსახლეობას ამშვიდებს
თარიღი : 4-06-2015, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, რეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე ერთი მონაკვეთი დაიტბორა. როგორც ირკვევა, ქუჩაზე წყლის დაგროვება მილების გახეთქვამ გამოიწვია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორის მერაბ ბობოხიძის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ავარიული წერტილი შეაკეთეს.
„ამ დროისათვის სისტემა გამართულად მუშაობს. ავარიული წერტილი შეკეთებულია. მომავალში პრობლემა არ უნდა იყოს,“ - ამბობს ბობოხიძე.
„ამ დროისათვის სისტემა გამართულად მუშაობს. ავარიული წერტილი შეკეთებულია. მომავალში პრობლემა არ უნდა იყოს,“ - ამბობს ბობოხიძე.