წყალტუბოში დედამ ხუთი მცირეწლოვანი შვილი მიატოვა
თარიღი : 3-06-2015, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოში, ხუთ მცირეწლოვანს მამა და ბებია ზრდის. ბავშვები, რომელთა შორის უფროსი 9 წლის, ხოლო უმცროსი წლის და ორი თვის არის, დედის მზრუნველობის გარეშე იზრდებიან. პატარების ბებია ნათელა მახარობლიძე განმარტავს, რომ მშობელმა დედამ ბავშვები დაახლოებით 10 თვის წინ დატოვა, საზღვარგარეთ წავიდა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია.
ნათელა მახარობლიძე ამბობს, რომ ხშირად ბავშვების საკვები არ აქვთ, რადგან ოჯახში არავინ მუშაობს. მეორე ჯგუფის ინვალიდია ბავშვების მამა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ავტოსაგზაო შემთხვევამ მოუტანა.
„მარტო პურის ფული გვაქვს ვალი 500 ლარი. დღეს უკანასკნელი ფქვილი მოვცომე დ ბავშვებს პური გამოვუცხვე. ბაღის ასაკის არის ორი ბავშვი, მაგრამ ბაღში ვერ ვუშვებთ. ორი სკოლაში დადის. ბავშვების დედა წვიდა, წავიდა, მაგრამ ბავშვების ამბავი მაინც არ უნდა მოიკითხოს?,“ - ამბობს ნათელა მახარობლიძე.
მახარობლიძეების ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ოჯახს არავითარი პირობა არ აქვს. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახს საკვების გარდა, არც საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გააჩნია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ბადრი ონიანი ამბობს რომ გამგეობა მახარობლიძეებს მატერიალურად ორჯერ დაეხმარა. ონიაინი იმასაც აცხადებს, რომ თუ მრავალშვილიანი მამა გამგეობას შესაბამისი დოკუმენტაციით მიაკითხავს, გამგეობა მისთვის მატერიალური დახმარების გაწევის საკითხს კვლავ განიხილავს.