"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა"-პიარ-აქცია ქუთაისში
თარიღი : 3-06-2015, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები

"ნუ მოერგები სტერეოტიპებს- შეცვალე რეალობა",- ამ სახელწოდების პიარ-აქცია ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. აქცია "ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით" გაიმართა.
"ჩვენ ვართ ახალგაზრდა სოციალისტები და ჩვენი დღევანელი აქცია ორიენტირებულია სტერეოტიპების დამსხვრევისკენ. ჩვენ ვარიგებთ ბუკლეტებს, ფლაიერებს ამ სტერეოტიპებთან დაკავშირებით. ამ პროექტის დასრულების შემდგომ კი იგეგმება დოკუმენტის შემუშავება, რომელიც სამთავრობი სტრუქტურებს გადაეცემა, "-აცხადებს "ახალგაზრდა სოციალისტების" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი გიორგი მინდიაშვილი.
ორგანიზაციის წევრებს აქციაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ფურცელი, რომელზეც სურვილის შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს შეეძლო ესა თუ ის სტერეოტიპი დაეწერა.
" ჩვენი და ამ პროექტის მთავარი მიზანია დავანახოთ საზოგადოებას პრობლემის არსი და გადაჭრის გზების მნიშვნელობა. ის, თუ სანამდე შეიძლება მიიყვანოს ამ სტერეოტიპებმა საზოგადოება,"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ შავლიაშვილი.
პიარ-აქციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თამუნა სხულუხია