ქუთაისში ყაზახეთიდან დამატებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
თარიღი : 3-06-2015, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის დავით ამაშენებლის სახელობის აეროპორტში ყაზახეთიდან დამატებით ჩარტერული რეისები დაინიშნა.
7 ივნისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ყაზახეთის ავიაკომპანია "Bek Air"-ი დაიწყებს.
“Bek Air”-ი ქუთაისის მიმართულებით, ყაზახეთის ქალაქებიდან - აქტაუ და ატირაუ, მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
ფრენები 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე კი კურორტი საირმე იქნება.