Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპერის თეატრი-ქუთაისის პოლიტიკური ცენტრიდან კულტურულ ცენტრად გადაქცევისთვის

თარიღი : 24-09-2013, 00:11 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
130 გვერდად გაწერილი ქუთაისის კულტურული და საგანმანათლებლო დედაქალაქობის კრიტერიუმები. ქუთაისის ოპერის თეატრში დღეს იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიხედვით, ქუთაისმა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის ნაცვლად კულტურული დედაქალაქის ფუნქცია უნდა იტვირთოს. ქალაქს ამის განხორციელებაში ქუთაისის ოპერის თეატრი უნა დაეხმაროს, ხოლო პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხელისუფლებამ უნდა იკისროს.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი-კულტურისა და განათლების კერა- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 6-კაციან ავტორთა ჯგუფს ეკუთვნის და რომელიც 4 წელზეა გათვლილი.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევაა. მისი თქმით, პირველი რაც დაწესებულების ახალმა ხელმძღვანელობამ გააკეთა, თეატრისათვის ძველი სახელწოდების დაბრუნებაა. კერძოდ, როგორც ვედმედევა ამბობს, თეატრს ამიერიდან ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ერქმევა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის მაგდა ქაჯაიას თქმით, პროექტის შემუშავება ხელისუფლების დაკვეთა არ ყოფილა, თუმცა როგორც ქაჯაიამ აღნიშნა, იდეის ბოლომდე მიყვანას მმართველი გუნდის მხარდაჭერა დასჭირდება.
„ქუთაისი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს კულტურული და განათლების დედაქალაქი. ოპერის თეატრი არის ღერძი იმისა, რომ ქუთაისი გაამართლებს თავის ფუნქციას. თეატრი საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის თეატრი გახდება, დასის მოცულობა ორჯერ გაიზრდება, ხოლო თეატრში საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება. ქუთაისში ქართველ ხელოვანთა ახალი თაობა გაიზრდება. ქუთაისში შეიქმნება საბალეტო სკოლა და ეს ოცნება აუცილებლად იქნება ახდენილი. მე ვიცი ქუთაისი დიდი ხანია ელოდა ამას. ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანაში დაბრუნდებიან ემიგრანტები. ეს პროექტი სჭირდება ქუთაისს და ეს პროექტი სჭირდება საქართველოს,“ - ამბობს მაგდა ქაჯაია.
ხატია ვედმედევასა და მაგდა ქაჯაიას გარდა, პროექტის ავტორებს ოპერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე, ლია ბუაძე, ამერიკაში მოღვაწე ქორეოგრაფი ნიკოლოზ მახათელი და ქართველი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი წარმოადგენენ.
ამ დროისათვის პროექტის ავტორები მის ბიუჯეტს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ციფრები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ნანახია: 2770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა რესტავრაცია მიმდინარეობს.
ოპერის თეატრი სეზონს ოთარ თაქთაქიშვილის სამ მოქმედებიანი ოპერა - „მინდია“- თი დახურავს.
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
რას ფიქრობენ ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ დაწესებულების საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც

ამინდი