ქუთაისში იპოთეკური სესხით დაზარალებულს სახლიდან ასახლებენ
თარიღი : 3-06-2015, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კუხიანიძეების ოჯახს სახლიდან ასახლებენ.
კუხიანიძეების ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვებას, კერძო იპოთეკარი სამართალდამცველების ძალის გამოყენებით აიძულებს.
ადგილზე იპოთეკით დაზარალებული სხვა ოჯახებიც არიან შეკრებილები, რომლებიც გამომსახლებელს პროცესის რამდენიმე დღით გადავადებას სთხოვენ.
„არსად წასასვლელი არ მაქვს. ავადმყოფ ბავშვთან ერთად ქუჩაში ვრჩები. ვითხოვ, 3 დღე მომცენ, იქნებ რაიმე ფართი ვიშოვო, თუმცა ამის საშუალებასაც არ მაძლევენ. ბინა 9 ათასად ჩავდე, ახლა კი 15 ათასს მთხოვენ. ამ თანხის გადახდის საშუალება არ მაქვს“, - აცხადებს იპოთეკით დაზარალებული მარგო კუხიანიძე.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებული ოჯახები, პარლამენტთან პერმანენტულ აქციებს მართავენ. ისინი ხელისუფლებას სპეციალური კანონის მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც საბანკო სექტორს დაევალება, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებულებისათვის დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები გასცენ.