Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორს" ეწვია

თარიღი : 3-06-2015, 00:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ "ბიზნესინკუბატორს" ეწვია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს "ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ გააცნო.
"მიმდინარე პროექტი მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის მოწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა. პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა", - აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.


ნანახია: 2009-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის
ოჯახს ფულადი თანხა და პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა.
რა ხდება ხვალ იმერეთში? 13.03.2014 ანონსი

ამინდი