კლასიკური მუსიკის საღამო ქუთაისის ოპერაში
თარიღი : 1-06-2015, 21:05 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრმა "საქართველის სინფონიატამ" კონცერტი ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. ღონისძიება კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.
"იმის გამო, რომ ქუთაისი დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქი იყო წარსულში და არის დღესაც, ახალგაძრდობა დღესაც გატაცებით სწავლობს მუსიკას. სწორედ ამან გამოიწვია და გააჩინა სურვილი ქუთაისის ოპერის თეატრში გამართულიყო კლასიკური მუსიკის საღამო,"-აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მეგი თოფურიძე.
კლასიკური მუსიკის საღამო ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.
თამუნა სხულუხია