"დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს,"-ევროპის ჩემპიონატი ქუთაისში
თარიღი : 1-06-2015, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

დევიზით, ,,დაე,საუკეთესომ გაიმარჯვოს“! ქუთაისში, სასტუმრო კომპლექს ,,ბაგრატი 1003“-ში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის, სადაც მომაწილეობას რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ბულგარეთის, შოტლანდიის, ლიტვის, მოლდავეთისა და საქართველოს 50 მოჭადრაკე ქალბატონი იღებს. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ტურნირის ყველაზე უფროსი მონაწილე ნონა გაფრინდაშვილია, ყველაზე მცირეწლოვანი კი, 8 წლის ქუთაისელი გოგონაა.
,,ასეთი მაშტაბის შეჯიბრი, სადაც ევროპის მსოფლიო პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია მონაწილეობს, ქუთაისში პირველად ტარდება და ეს დიდი წარმატებაა ქალაქისათვის. 50 მონაწილეა 10 ქვეყნიდან, რომელთა შორის 2 მსოფლიო და 2 ევროპის ჩემპიონია,“-განაცხადა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ.
,,მიხარია, რომ ქუთაისში იმართება ასეთი მაღალი რანგის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია ტიტულოვანი და მსოფლიო დონის მოჭადრაკეები. ძალიან საინტერესო ბატალიები გველის წინ და აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ინტერნეტის საშუალებით, რაც ჭადრაკის მოყვარულებს მათი ფავორიტის გულშემატკივრობის საშუალებას აძლევს,“- აცხადებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე..
,,ეს არის არა მარტო სპორტული ღონისძიება, არამედ მნიშვნელოვანია ქალაქის პოპულარიზაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. აღსანიშნავია ბოლო წლების ტენდენცია- ქუთაისში რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო ტურნირი ჩარდეს,რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქალაქის პოპულარიზაციას,“-განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ტურნირი 1,2 და 3 ივნისს ჩატარდება. საპრიზო ფონდი ჯამში 18 000 ევროს შეადგენს. დაჯილდოვების ცერემონია მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
თიკო ძოძუაშვილი