ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე გამოიძიეს
თარიღი : 1-06-2015, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე გამოიძიეს.
იმიტირებული გამოძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა და დაკავება.
მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას, კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს პროკურატურის სახელით სერთიფიკატები გადაეცათ.
"ღონისძიება ქუთაისში პროექტ - ,,იმიტირებული გამოძიების" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენცია", - ნათქვამია განცხადებაში.