Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი ჩაიშალა

თარიღი : 1-06-2015, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ვადაგასული 18 სატრანსპორტო ხაზიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი გადამყვანი მხოლოდ 5 ხაზზე გამოავლინა.

ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების მოქმედების ვადა M2 კატეგორიის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გაუვიდათ: №3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონკურსი მიმდინარე წლის 29 მაისს ჩაატარა.

„კონკურსი 15 ლოტზე მიმდინარეობდა. გამარჯვებული გამოვლინდა 5 ლოტზე (ლოტი#2,მარშრუტი #5. ლოტი#5,მარშრუტი#11; 37.ლოტი#6 მარშრუტი #18. ლოტი#7, მარშრუტი#20. ლოტი#13 მარშრუტი #55.) 10 ლოტზე კონკურსი ჩაიშალა, რადგან კონკურსში მონაწილეებს საბუთები სრულყოფილად არ ჰქონდათ წარმოდგენილი.
ჩაშლილ 10 ლოტზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ქუთაისის მერია კონკურსში მონაწილე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს სთხოვს, საბუთები სრულად წარმოადგინონ. ამისთვის დაინტერესებული პირები უნდა გაეცნონ საკრებულოს დადგენილება #100-ს. სადაც კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი. დადგენილება ატვირთულიაwww.kutaisi.gov.ge-ზე,“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.


ნანახია: 2243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
გამარჯვებული მიმდინარე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ქუთაისის მერია ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსს კვლავ აგრძელებს.
კონკურსს, რომელიც 18 საქალაქო ხაზს ეხება, ნებართვის მაძიებელი ან უფლებამოსილი პირი ესწრება.
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.

ამინდი