ვანის გამგებელს საკრებულომ თანამდებობა დაატოვებინა
თარიღი : 23-09-2013, 19:47 | კატეგორია: პოლიტიკა

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ვაკანტურია.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა გამგებელს ზურაბ გეგიძეს უნდობლობა გამოუცხადეს და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გამგებლის მოადგილის ალექსანდრე მაჟავანაძის თქმით, საკრებულოს გამგებლის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით 10-მა დეპუტატმა მიმართა, რაც საკრებულომ დააკმაყოფილა.
მჟავანაძის თქმით, სხდომაზე გამგებლის თანამდებობიდან გაშვების მიზეზები არ დასახელებულა.
„კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით. სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამიტომ, ის საკრებულოს უხუცესმა დეპუტატმა წაიყვანა,“ - ამბობს გამგებლის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემდაახლოებით ორი კვირის წინ პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ ვანის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა გამგებელს თანამდებობის დატოვებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით აშინებდა.