ქუთაისის ციხეში პატიმარმა საკნის საპირფარეშოში თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა.
ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
"31 მაისს სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.