Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ

თარიღი : 31-05-2015, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ სამართალდამცავებს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართეს. თავის გამოსვლაში ქვეყანაში კრიმინალურ მდგომაროებას შეეხო პრემიერი.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ დღეს პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ასრულებენ. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას, ღირსეულ პოლიციელებს ეკადრებათ. ჩვენ დღეს მესამედ აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს. ეს დღე სიმბოლურად ავარჩიეთ, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა სწორედ მაისის თვეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნანახია: 2017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში აღნიშნულ უწყებას ის
შესაბამისი განცხადება ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.
ობიექტი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა. ღარიბაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა,

ამინდი