Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის თითოეული პოლიციელი ძვირფასია"

თარიღი : 31-05-2015, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციელის პროფესია ძალიან რისკიანი საქმეა, რომელიც ხშირად ტრაგიკულად სრულდება.
"თქვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის, თითოეული პოლიციელი ძალიან ძვირფასია. ვიცი რაოდენ რთულია თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად ავიწყდებათ, მათ შორის პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს, რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ. ეს არის 24- საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები. თქვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვაა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში აღნიშნულ უწყებას ის გულწრფელად ემსახურა.

ცნობისთვის, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს. დილიდან ადგილზე შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ "კოლხურ შადრევანზე" სპეციალური მონიტორები დამონტაჟდა. მოედანზე ასევე განთავსებულია ვერტმფრენი და ჯავშანტრანსპორტიორები, რომელთა დათვალიერების საშუალება მოსახლეობას ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ მიეცემა.
პოლიციელის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია.


ნანახია: 2090-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა.
31 მაისთან დაკავშირებით, მეორე დღეა გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
31 მაისთან დაკავშირებით, მეორე დღეა გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის საპატრულო პოლიციისათვის ახალი მანქანებისა და ფორმების გადასაცემაში მიიღებს მონაწილეობას.

ამინდი