ქუთაისში პოლიციის დღესთან დაკავშირებით პლასტმასის საპირფარეშოები დადგეს
თარიღი : 30-05-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში პოლიციის დღესთან დაკავშირებით ბიო-ტუალეტები დადგეს.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 15-მდე საპირფარეშოს წერტილი განათავსეს.
"ეს საპირფარეშოები ქუთაისის მერიას არ ეხება, პოლიციამ მოიტანა,"- ამბობენ ქალაქის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, სადაც დღეს პლასტმასის საპირფარეშოები განათავსეს, საზოგადოებრივი ტუალეტი 2012 წელს აშენდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.