„ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ონკოლოგიის ცენტრი გახსნა
თარიღი : 30-05-2015, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ონკოლოგიის ცენტრი გახსნა.
სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა ცენტრის შენობა დაათვალიერეს და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.
„ონკოლოგიის ცენტრი“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს იმერეთის რეგიონში, სადაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატის დამონტაჟება განახორციელა, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ონკოლოგიაში, მკურნალობით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს და გართულებებს მინიმუმამდე ამცირებს.
დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქრონიკულ ონკოლოგიურ პაციენტებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რადგან ცენტრში ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.
დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად „სამედიცინო კორპორაცია ევქსმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.