Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერტიფიკატები პარლამენტარებმა გადასცეს

თარიღი : 29-05-2015, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები პარლამენტის წევრებმა გადასცეს. სერთიფიკატი სკოლის 85-მა მსმენელმა მიიღო. საჯარო მოხელეებმა გადამზადების ერთთვიანი კურსი შემდეგი მიმართულებებით გაიარეს: „საჯარო ორგანიზაციების მართვა,“ „ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის,“ „ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება საჯარო სექტორსა და სახელმწიფო შესყიდვებში“. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, ადგილობვრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისი საკრებულოს თავჯდომარე, ვიცე -გუბერნატორი და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2015 წლის განმავლობაში გადამზადების კურსი ასპინძის, ტყიბულის, თეთრიწყაროს, მესტიის, ყაზბეგის, ბოლნისის, მარნეულის, ამბროლაურის, ბორჯომის, ონისა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჩაუტარა.
სკოლის მიზანს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება წარმოადგენს.

თიკო თევდორაძე


ნანახია: 1722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სერთიფიკატი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მაღალიმთიანი რეგიონებში მცხოვრებმა 43 საჯარო მოხელემ მიიღო.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ამინდი