Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფლობელებს მაღალი ქულებით შეარჩევს

თარიღი : 29-05-2015, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში ვადაგასულ სატრანსპორტო ხაზებზე ახალი გადამყვანების გამოსავლენად კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსს, რომელიც 18 საქალაქო ხაზს ეხება, ნებართვის მაძიებელი ან უფლებამოსილი პირი ესწრება.

http://topnews.com.ge/photo/news/1432899133.jpg


„კონკურსის მიმდინარეობის ჩაწერა 3 კამერით, ხოლო კონკურსის პირდაპირი ტრანსლირება მერიის შენობის მისაღებში ხდება. კონკურს ესწრება ნებართვის მაძიებელი ან უფლებამოსილი პირი. სხვა დაინტერესებული პირები კონკურსის მიმდინარეობას თვალს მონიტორზე ადევნებენ,“ - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

კონკურსი M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) მიმდინარეობს. ახალი გადამყვანების შერჩევის პროცესს მერიაში სპეციალურად შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს. კომისია, რომელიც 10 ადამიანისგან შედგება, ქალაქის მერი თავმჯდომაროებს.

ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფლობელებს მაღალი ქულებით გამოავლენს. ნებართვებს კი 2 კვირის ვადაში გასცემს.


ნანახია: 2258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი გადამყვანი მხოლოდ 5 ხაზზე გამოავლინა.
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი
გამარჯვებული მიმდინარე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამინდი