Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ბერას კონცერტის გამო მოძრაობა ტრანსპორტის სამსახურის გარეშე შეზღუდეს

თარიღი : 23-09-2013, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ბერა ივანიშვილის კონცერტამდე ორი დღით ადრე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ქალაქის მერიის ტრასნპორტის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ სამსახური საქმის კურსში არ ყოფილა და ნებართვა საპატრულო პოლიციამ სამსახურის გაფრთხილების გარეშე გასცა.
"ჩვენ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის დონეზეც არ ვიცოდით. ამ დილით, როცა ჩვენი ტრანსპორტით გამოვედით, უკვე შეზღუდული იყო მოძრაობა. ჩვენ თვითონ ამ დილით ვუზრუვენლყავით, რომ შემოვლითი გზით ევლო საქალაქო ტრანსპორტს. მე იმ აზრზე ვარ, რომ სამსახური უნდა გაეფრთხალებინა საპატრულო პოლიციას. როდესაც, 2 კვირის წინ გადაიკეთა მოედანი მარგველაშვილის შტაბის პრეზენტაციის დროს, მაშინ ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეს და წინასწარ ვიცოდით და რაღაც გადავგეგმეთ. ეს ალბათ სპონტანურად მოხდა. ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტს შეფერხება არ აქვს. მგონია მოსახლეობა უკმაყოფილო არ იქნება,“ - ამბობს სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბერა ივანიშვილის კონცერტი ხვალ, 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბერა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი თათია ხელაია ამბობს, რომ შესაბამისი განცხადება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის სახელზე შეიტანეს. ხელაიას თქმით, განცხადებაში ისიც მიუთითეს, რომ გზის გადაკეტვა დასჭირდებოდათ.


ნანახია: 2378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ბერა ივანიშვილის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შესაძლოა, გადაიდოს.
მომღერალმა ბერა ივანიშვილმა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე,საკონცერტო ტურნეს „ჩვენ ვართ საქართველოს" ფარგლებში კონცერტი გამართა.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. კეპულაძე
ქუთაისში პატრულის ეკიპაჟებისათვის ახალი მანქანების გადაცემა ხვალ მოხდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის საპატრულო პოლიციისათვის ახალი მანქანებისა და ფორმების გადასაცემაში მიიღებს მონაწილეობას.

ამინდი