ჭიათურის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსასვლელად ემზადებიან
თარიღი : 29-05-2015, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საგანგებო თათბირზე ჭიათურაში ოლიმპიური ცეცხლის შემოტანასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილა. გამგებლის მითითებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლამდე საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას უზრუნველყოფს. კომისიას გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ოლიმპიურ ცეცხლს ჭიათურაში 19 ივნისს შემოიტანენ. დაგეგმილია სამ კილომეტრიანი მარშუტი, სადაც ოლიმპიურ ცეცხლს 6 მეჩირაღდნე გაატარებს. ფინიშის ხაზთან კი 40- წუთიანი სპორტული და კულტურული წარმოდგენის გამართვა იგეგმება.