პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მოძრაობა შეიზღუდება

პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქუთაისში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდება. 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქ.ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე.
31 მაისს 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.
31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით - ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.
მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
ფოტო: არჩილ გეგენავა