მერია: უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქუთაისის იერ-სახეს
თარიღი : 28-05-2015, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ქალაქში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიგეგმა რადგან ქუთაისში არ არსებობდა სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები და ქალაქში იქმნებოდა ავარიული სიტუაციები. ასევე, ქვეითად მოსიარულეს ექმნებოდა საფრთხე.
"რამდენიმე დღეა მედია საშუალებებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ქუთაისში მარეგულირებელი კუნძულების მოწყობასთან დაკავშირებით. რადგან ქალაქში კეთდება მეტად სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმე, გვინდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები. ქუთაისში მისი მოწყობა წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება.
ქალქში 10 ადგილას ეწყობა სიჩქარის მარეგულირებელი 24 კუნძული. საერთო ჯამში 2472 კვ.მ. ფართობის მოცულობის. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას და ნაწილობრივ არის სიჩქარის შემზღუდველი საშუალება. პროექტში დაცულია ყველა არსებული სტანდარტი. კუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და გაზრდის მწვანე საფარის მოცულობას. მცენარეების მოსავლელად მოეწყობა სარწყავი სისტემები," - ნათქვამია განცხადებაში.