სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი კადრის დასაქმებას უარყოფენ
თარიღი : 28-05-2015, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჭაბუკი გრძელიშვილის იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ.
სამხარეო ადმინისტრციაში Topnews.com.ge-ს იმ მასალას პასუხობენ, რომელშიც ჭაბუკი გრძელიშვილის იმერეთის გუბერნიაში დასაქმებაზე იყო საუბარი.
„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია არ ადასტურებს ინფორმაციას ჭაბუკი გრძელიშვილის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშრებით.
განვმარტავთ, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს (საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეორგანიზაციის საკითებზე), სამხარეო ადმინისტრაციაში განხორციელებული ნებისმიერი საკადრო ცვლილება საჯაროა და ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაუყონებლივ ეცნობება საზოგადოებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჭაბუკი გრძელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2010 წელს, მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.