სამტრედიაში, ტოლების თემში შემავალი 8 სოფელი დახმარებას ითხოვს
თარიღი : 27-05-2015, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიაში, ტოლების თემში შემავალი 8 სოფელი დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლოება სისტემატიურად იწამლება.
სოფელში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაბინძურებული სასმელი წყლის გამო, ისინი იძულებულები არიან წყალი იყიდონ.
"8 თვეა წყალი, რომელიც ონკანში მოდის, ონკოლოგიური ჩხირებით არის დაბინძურებული. მთელი სოფელი საავადმყოფოში ვიყავით. დღეს, როცა ადამიანებს პურის ფული არ გვაქვს, ზედმეტ პრობლემად წყალი დაგვემატა," - აცხადებს სოფლის მკვიდრი ნინელი დოლიძე.
სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაბინძურებული წყლის გამო, სასმელი წყლის ყიდვა მათ ბიუჯეტს საგრძნობლად აზარალებს.
„გაუსაძლის პირობებში ვართ. წყალი მენატრება, რომ დავლიო. 5 სულიანი ოჯახი ვართ, მაღაზიიდან წყლის ყიდვას ვერ ავუდივართ," - აცხადებს ჯემალ მანაგაძე.
პრობლების შესახებ ინფორმირებულები არიან სამტრედიის ადგილობრივ ხელისუფლებაში. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ უალხოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება და სოფელს რამდნიმე თვეში სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების სამინისტრო 621 ათასი ლარით დააფინანსებს.