Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში-დღეს მე ქართულ ჯართან ერთად ვზეიმობ

თარიღი : 26-05-2015, 20:15 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მესამე ქვეით ბროგადაში იმყოფებოდა, სადაც ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, სირთულეები იყო და მომავალშიც იქნება. გიორგი მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მოქალაქეების სიმშვიდე და სახელმწიფოს სიძლიერე ჯარისკაცებზე დგას.
„მოგესალმებით და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს წინაპრებთან და მომავალთან; დღე, როდესაც ვზეიმობთ იმ გამარჯვებებს, რაც ჩვენს მამა-პაპათ მიუღწევიათ; პატივს მივაგებთ საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანებს, რომელთაც შეძლეს და მრავალი საუკუნის მანძილზე, ურთულეს ვითარებაში, იქ სადაც იმპერიები ხვდებოდნენ ერთმანს შეინარჩუნეს საკუთარი სამშობლო.
ერები იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ ჩვენი სამშობლო მაინც მტკიცედ იდგა თქვენნაირი ადამიანების, ჯარისკაცების დამსახურებით, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ამ მშვენიერ და სათაყვანებელ ქვეყანას, ჩვენს მამულს. ამ ადამიანების შრომით და შემოქმედებით შეიქმნა არაჩვეულებრივი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ მთელ მსოფლიოში; მათი შრომით შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ყველა გამოწვევას. იყო სირთულეები და მომავალშიც იქნება, მაგრამ დღევანდელ და მომავალ თაობასაც ექნება ძალიან ძლიერი და წარმატებული წუთები, როდესაც გავერთიანდებით იმ სიამაყით, რომელსაც საქართველოს ჩვენი შრომა, ჩვენი ღვაწლი, ჩვენი თავდადება მოუტანს.
დღეს მე ქართულ ჯართან ერთად ვზეიმობ, რადგანაც სწორედ თქვენ ხართ ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის; თქვენი თავდადება, სიძლიერე და პროფესიონალიზმი იმის გარანტია, რომ ჩვენი ღვაწლი სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, მოქალაქეების სიმშვიდე; ამიტომ, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამაყით ვიხსენებ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც სიამაყით გვავსებს და ვიხედები წინ - მომავალ საუკუნეებში, სადაც ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და ერთიანები ვართ.
დღეს, აქედან მინდა მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ეთნოსის, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სიძლიერე. მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან და უცხოეთში ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მსურს სიმტკიცით და იმედით გითხრათ, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც თავისუფალი არჩევანით მომავალში კიდევ უფრო ძლიერი და გამთლიანებული იქნება მეგობრობით, ერთმანეთის სიყვარულით, მომავალის რწმენითა და იმედით.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


ნანახია: 1889-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა თელავში სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ
მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილია და მის აღნიშნულ მდგომარეობას
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.