Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პოლიტიკური რუქიდან საქართველოს გაქრობას სისხლიანი იმპერია ცდილობს"

თარიღი : 26-05-2015, 20:00 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილია და მის აღნიშნულ მდგომარეობას პუტინის რუსეთის მცდელობები ვერ შეცვლის.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს ევროპელების (გერმანელების) წაქეზებითა და მონდომებით მოვიპოვეთ. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ყველა წარმატება დასავლურ კურსს უკავშირდება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 2008 წლის პლებისციტზე აქვს დაფიქსირებული საკუთარი გადაწყვეტილება და ხედვა მომავლის საქართველოს შესახებ. ჩვენ დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი ვართ და ამას პუტინის რუსეთის მცდელობები ვერ შეცვლის. ევროპა და დასავლეთი თანამედროვე საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და განვითარების მხარდამჭერი იყო, არის და იქნება. სახელმწიფოებრიობის არსებობის პირველივე დღიდან კი პოლიტიკური რუქიდან საქართველოს გაქრობას სისხლიანი იმპერია ცდილობს. რუსეთი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ ანელებს და ეს ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის! მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება, თავისუფლების მოყვარე ერების გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი აღუდგება! ევროპა ჩვენი სახლია, გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს!,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


ნანახია: 2262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია" უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, მესხიშვილის თეატრთან არის ჩანიშნული.
"არა გაზპრომს," - აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.

ამინდი