Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა გამოფენამ ქუთაისს მერს ბავშვობა გაახსენა

თარიღი : 26-05-2015, 19:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, თიბისი გალერეაში მხატვარ ნინო ჩიკვაიძის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნახატები, ფერწერული ნამუშევრები და საბავშვო წიგნების ილუსტრაციები. გამოფენის ქუთაისში მოწყობის იდეა შორენა თვალაძეს ეკუთვნის. გამოფენის ორგანიზება კი საკუთარ თავზე ქუთაისის მერიამ აიღო.
" მიხარია, რომ ქუთაისში მაქვს გამოფენა. ჩემი წინაპრებიც აქედან არიან. ბავშვობიდან ვხატავ. თბილისს გარეთ ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა. ორგანიზატორებმა სწორედ დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს ეს ღონისძიებები. მადლობას ვუხდი მერიის კულტურის სამსახურს თანადგომისთვის,"-განაცხადა ნინო ჩიკვაიძემ.
გამოფენაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადილე პაატა ნადირაძე იმყოფებოდნენ.
"მიხარია რომ დღეს ქუთაისში მოეწყო ეს გამოფენა, სასიამოვნო ნამუშევრებია. ბავშვობა გამახსენა მე პირადად,"-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
"ძალიან მომეწონა ნამუშევრები. აღფრთოვანებული ვარ მე პირადად. ზოგაგად ვიცნობ მის შემოქმედებას. თითოეული ნახატი გაფიქრებაა და თითოეული ნახატი ფიქრობს თითქოს,"-ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი მაიკო გიორგაძე.
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2250-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
გამოფენაზე იმერეთში მოღვაწე ყველა თაობის 42 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენის მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისა და კულტურის პოპულარიზება
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც
გიორგი მარგველაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უცხოელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გახსნეს.

ამინდი