საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისშიც აღინიშნება
თარიღი : 26-05-2015, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისშიც აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. ქუთაისელებს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ტაძარში მიულოცა.
26 მაისთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით 10-მდე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკაც გამოფინეს.
„ოჯახთან ერთად გამოვედი. ვაპირებ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს დავესწრო. განსაკუთრებით სამხედრო ტექნიკა მომეწონა. ძალიან ბევრი საინტერესო, საბრძოლო ტექნიკა ვნახე“, - აცხადებს ქუთაისის მკვიდრი კოტე დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტით გამოაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ იქნა მიღებული.