"რამდენიმე ძაღლი დაესია ერთ კაცს და ძლივს დაიხსნა თავი კაცმა," - მაწანწალა ძაღლები ქუთაისში

რამდენად დგას ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რაში ხედავთ გამოსავალს?- აღნიშნული შეკითხვით Topnews.com.ge-მ ქალაქში მაცხოვრებლებს მიმართა.
გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ მაწანწალა ძაღლების საკითხი აწუხებთ და კარგი იქნება, ხელისუფლება ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას უზრუნველყოფს. გთავაზობთ რამდენიმე მოქალაქის კომენტარს:
მაგდა გუგუნავა: მაწანწალა ძაღლები პრობლემატური საკითხია ქუთაისში და კარგი იქნება თუ მათ თავშესაფარი ექნებათ.
მაია ბჯალავა: მე პირადად არ მაწუხებს, მაგრამ მათი დახოცვის წინააღმდეგი ვარ.
ნატა გოგიტიძე: მაწანწალა ძაღლები დიდად არ მაწუხებს, მაგრამ კარგი იქნება თუ შეიქმნება დაწესებულება, სადაც მათ დააბინავებენ.
ანა იდაძე: სამედიცინოს ეზოში ერთ გოგონას გამოეკიდა ძაღლი და კარგი იქნება თუ ამ პრობლემას მიხედავენ.
მარინა ტალახვაძე: მაწუხებს მაწანწალა ძაღლები. მე პირადად ერთხელ კინაღამ მიკბინა მაწანწალა ძაღლმა. გვეშინია ბავშვებს არ გამოეკიდონ. კარგი იქნება მათი თავშესაფარში დაბინავება.
ნანა ჯანაშია: მე პირადად მაწუხებს მაწანწალა ძაღლები და მეშინია მათი. კარგი იქნება თუ თავშესაფარი ექნებათ.
ზურაბ ბუაძე: მაწუხებს მაწანწალა ძაღლები და კარგი იქნება თუ შეიქმნება თავშესაფარი მათთვის. 62 წლის კაცი ვარ და ჩემს ბავშვობაში არ იყო მაწანწალა ძაღლები, მათ ჰქონდათ თავშესაფარი.
თინათინ პავლიაშვილი: ვფიქრობ ამ მხრივ ბოლო დროს ცოტა გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგრამ მაინც ეს საკითხი მაინც პრობლემატურია. რიონში ვცხობრობ და იქით ტყის ტერიტორიაზე არის სასაკლაო ძაღლების, ასევე, ხშირად მინახავს მაწანწალა ძაღლები.

მიშა გურგენიძე:მე პირადად არ მაწუხებს, მაგრამ ეს პრობლემატური საკითხია ქუთაისში. გუშინ რამდენიმე ძაღლი დაესია ერთ კაცა და ძლივს დაიხსნა იმ კაცმა თავი.
ქეთი ბუაძე: კი მაწუხებს, ბევრჯერ შემშინებია კიდეც. უნდა წაიყვანონ იქ, სადაც მოუვლიან.
ნანა ენუქიძე:მაწუხებს ძალიან.ცოფი დადის. #31 საჯარო სკოლასთან ბავშვი ბულკს ჭამდა. ძაღლმა ალოკა და მერე ეს ბავშვი გარდაიცვალა ცოფის გამო. აცრილი ძაღლებიც ცოფის მატარებელი შეიძლება იყოს. კარგი იქნება თუ თავშესაფარს გამოუყოფენ და მოუვლიან.
მავლინა ქუთათელაძე: მაწუხებს მაწანწალა ძაღლები. ქალაქის ცენტრში ორი ადამიანი დაკბინეს ძაღლებმა. ერთ-ერთი ძაღლი მოკვდა. ეტყობა ცოფიანი იყო.
ვალიდა ჩხეიძე:მაწუხებს მაწანწალა ძაღლები. ერთი ჩემი მეგობარი კინაღამ დაკბინა. კარგი იქნება თუ თავშესაფარს გამოუყოფენ და იქ დააბინავებენ და მოუვლიან.
თამუნა სხულუხია, თიკო თევდორაძე