საჩხერის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
თარიღი : 26-05-2015, 00:07 | კატეგორია: ---
საჩხერის პოლიციის უფროსმა, რეზო კობახიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც შსს-ში აცხადებენ, კობახიძემ პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. შსს-ს ცნობით, იგი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჩხერის პოლიციის უფროსმა, პოლიციის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევასაც აწარმოებდა.
რეზო კობახიძე კატეგორიულად უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.