ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორია გაინაღმა
თარიღი : 25-05-2015, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. შესრულებული სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად დაათვალიერა
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით იმერეტის რეგიონში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას იწყებს. ნაგავსაყრელი რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს მოემსახურება. ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად 2014-2017 წლებია განსაზღვრული. ამის შემდგომ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება.