ქუთაისის მერია ტრანსპორტის კონკურსის პირდაპირ ტრანსლიაციას მოახდენს
თარიღი : 25-05-2015, 16:10 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია ვადაგასულ სამარშუტო ხაზებზე გამარჯვებული გადამყვანი კომპანიის გამოვლენის მიზნით, კონკურსს მიმდინარე კვირაში, 29 მაისს ჩაატარებს. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და კონკურსის პირობები მოადგილესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
მერის თქმით, კონკურსი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და შეუძლებელი იქნება რაიმე სახის მიკერძოებულობაზე საუბარი. მისივე განმარტებით, კონკურსზე გაიმარჯვებს ის, ვინც თანხას ბიუჯეტში შეიტანს და მგზავრებს კარგად მოემსახურება.
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება. კონკურსის შედეგები იმ დღესვე გახდება ცნობილი. კონკურსზე დასწრების უფლება მხოლოდ ნებართვის მაძიებლებს ან უფლებამოსილ პირებს ექნებათ, ხოლო სხვა დაინტერესებულ პირებს კონკურსის ნახვის საშუალება პირდაპირი ტრანსლიაციით ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მისაღებში მიეცემათ. კონკურსის მიმდინარეობას 3 კამერა გადაიღებს.
კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი 8 წევრიანი კომისია უხელმძღვანელებს. კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვები, კონკურსის დასრულებიდან 14 დღის ვადაში უნდა გადასცეს.