სასამართლოში გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმარ ლევან კორტავას საქმე განიხილეს
თარიღი : 25-05-2015, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმარ ლევან კორტავას საქმე განიხილეს.
აღნიშნულ საქმეზე ქალაქის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კორტავას ცემაში ბრალდებულ 6 პატიმარს ბრალი დაუმძიმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
ცემის ფაქტზე მსჯავრდებული პატიმრების ადვოკატები, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ლევან კორტავა არ უცემიათ.
თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარეც ასაჩივრებს. ისინი 6 პატიმრისთვის 8-დან 14 წლამდე მისჯილი სასჯელის დამძიმებას მოითხოვენ.