ზესტაფონში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თარიღი : 24-05-2015, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ზესტაფონში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ირაკლი ს. ზესტაფონში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 13,88 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,224 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.