Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნას უერთდება

თარიღი : 23-05-2015, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო იქმნება, რომლის მიზანია, ფონდ "ქართუს" დაუდოს დასაბუთებული არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაარსდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში და არა თბილისში. საბჭოში შევლენ პროფესორ მასწავლებლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა. ჯგუფის წევრებმა შოთა მურღულიასგან მხარდაჭერა მიიღეს. მერმა მათ უთხრა, რომ იზიარებს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეას, თუმცა აუცილებელია საფუძვლიანი დასაბუთების მომზადება, თუ რატომ უნდა გაიხსნას ამ პროფილისა და მასშტაბის უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისში.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, რომელზეც, პრემიერმინისტრის დაპირების თანახმად, აღნიშნული საკითხი უნდა გავიდეს, ფხაკაძის ინფორმაციით, საბჭოს ბოლო სხდომას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ესწრებოდა, თუმცა დეპუტატისგან ინფორმაციის მიღება აქტივისტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

ასევე ვერ მოხერხდა მხარის გუბერნატორთან შეხვედრა. ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხით რამდენიმე დღის წინ პირადად პრემიერი დაინტერესდა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, მთავრობა ამ საკითხს მიუბრუნდეს თუნდაც პოლიტსაბჭოს რეჟიმში.

პრემიერს „ქართული ოცნების“ დაპირების შესახებ, ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი მიენიჭოს, უმრავლესობის წევრმა და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ შეახსენა.

მისი თქმით, კოალიცია ქუთაისის მოსახლეობას დაპირდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და ქართული ოცნების ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობას.


წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს,“ – განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე.

commersant.ge


ნანახია: 1851-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით

ამინდი