Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტაძრის ეზოში გოგონას გაუპატიურება სცადეს

თარიღი : 23-05-2015, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბალახვნის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში მამაკაცმა ბავშვის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა. როგორც Topnews.com.ge-ს ამბის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცმა დაახლოებით 5-6 წლის გოგონა თავისკენ სათამაშოდ წაიყვანა, რა დროსაც მისი გაუპატიურება სცადა.

„აღნიშნულ ტაძარში წირვა -ლოცვა ყოველდღიურად არ აღევლინება განსაკუთრებული დღეების გარდა, ამიტომ აქ ხალხიც ნაკლებად მოძრაობს. ტაძრის ეზოში სხვადასხვა ხეხილის ხეა. შუახნის მამაკაცმა, რომელსაც სპორტული მაისური და შარვალი ეცვა, 5-6 წლის გოგონა თავისთან მიიხმო ვითომდა თამაშის მიზნით. ბავშვი მასთან მივიდა. კაცმა ხისკენ წაიყვანა და მისი გაუპატიურება სცადა. იქვე შორი- ახლოს მოზარდები ბურთით თამაშობდნენ. ბავშვის ხმაზე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. მამაკაცმა, რომელიც ბავშვის გაუპატიურებას ცდილობდა, ახალგაზრდების და იქვე მცხოვრები ქალბატონის ხმის გაგონებაზე ბავშვი დასვა და თვითონ ხეივანისკენ გაიქცა, სადაც გზა რიონის ნაპირზე ჩადის. ახალგაზრდებმა მისი დაჭერა ვერ შესძლეს. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა,“ - აცხადებს თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, ტაძარში მისულმა მომლოცველებმა მოსახლეობას ურჩიეს ბავშვებს უყურადღებოდ ნუ მიატოვებენ.


ნანახია: 8826-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგონა მამაკაცს გამოექცა და მომხდარი ოჯახს შეატყობინა. თუმცა ოჯახის წევრები არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობას არ ახმაურებენ.
არასრულწლოვანმა ბიჭმა ასევე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება სცადა. შემთხვევა ბაღდათის სოფელ საიმედოში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დედა-შვილი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმაენთს შეეკამათა, რის შემდეგადაც შვილმა მდინარე
ადგილზე მყოფი პირების განცხადებით, 21 წლამდე ასაკის მამაკაცმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მეუღლესთან კამათის შემდეგ მიიღო.
ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 10:00 საათის შემდეგ მოხვედრა შეუძლებელია.

ამინდი