წულაია: ქუთაისის ბიუჯეტი ორი ერთნაირი ფუნქციის მატარებელ სამსახურს ინახავს
თარიღი : 23-09-2013, 13:12 | კატეგორია: პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს თხოვნით მიმართავენ.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ქალაქში არსებულ სპორტულ აიპსა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ერთნაირი ფუნქციები აქვთ. წულაია მიიჩნევს, რომ ქუთაისს არ აქვს იმის ფუფუნება ორი ერთნაირი ფუნქციის მატარებელი სამსახური არჩინოს. „თავისუფალი საქართველო“ მერის მოვალეობის შემსრულებელს სთხოვს, რომ აღნიშნული სამსახურებიდან ერთ-ერთი გაუქმდეს ან მათი გაერთიანება მოხდეს.
როგორც წულაიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ სპორტული ააიპიდან მომუშავეთა რაოდენობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ირკვევა, რომ ააიპიში 495 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის უმრავლესობას სამეურნეო მუშაკები და დამლაგებლები წარმოადგენენ. ხოლო ააიპის დაფინანსება 3 მილიონ ლარს შეადგენს. ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში წულაიას თქმით, 30-მდე თანამშრომელია, ხოლო სამსახურისათვის 225 000 ლარია გაწერილი.
„რა მდიდარი ქალაქი ქუთაისია, რომ ორი ერთნაირი სამსახური შეინახოს. ააიპები „ნაციონალების“ მიერ მათი კოორდინატორებისა და ზონდერების დასაქმების საშუალება იყო. რატომ უნდა შევინახოთ ეს სამსახურები, როდესაც ქალაქი ხარჯებს ვერ უძლებს და ბიუჯეტში გარღვევაა? ამიტომ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულულებელს კოტე ლომიძეს დაუყოვნებლივ რეაგირებისაკენ მოვუწოდებ. ჯერ თხოვნით მივმართავ და შემდეგ მოვითხოვ,“ - ამბობს წულაია.