ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან ჩამონგრეული კედლის ნაწილი ბავშვს დაეცა

ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან კედლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ქალაქში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩამონგრეული კედლის ნაწილი ქუჩაში მიმავალ ბავშვს დაეცა, თუმცა აღნიშნულ შემთხვევას ბავშვის დაშავება არ გამოუწვევია.
"კედლის ნაწილი ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. ბავშვს ადგილზე გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ, საშიში არაფერი სჭირდა," - ამბობს შემთხვევის თვითმხილველი ნათელა ჯაიანი.
"კედლის ნაწილი ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. ბავშვს ადგილზე გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ, საშიში არაფერი სჭირდა," - ამბობს შემთხვევის თვითმხილველი ნათელა ჯაიანი.