Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაციების უკეთ გასაცნობად ქუთაისში გამოფენა მოეწყო

თარიღი : 23-05-2015, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მოქალაქეებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოფენა გაიმართა. გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-სა და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით შედგა. ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლოებით 14-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო. მათ შორის იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები.
"გამოფენის მიზანია არასამთავრობოების საქმიანობის უკეთ გაცნობა მოსახლეობისათვის და ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებზე მათთვის კონსულტაციების შეთავაზება," - ამბობს "სიდა"-ს კომუნიკაციის მენეჯერი ეთუნა ცოტნიაშვილი.
"ჩვენ წარმოვადგინეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელთაც ვახორციელებთ. ქუთაისში ბევრი კარგი ადგილობრივი ორგანიზაციია, რომელიც ასევე კარგ პროგრამებს სთავაზობს მოსახლეობას და მათ შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ," - ამბობს "თაობათა დიალოგის" გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.
აღნიშნული გამოფენის გარდა, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, საჯარო განხილვები, სხვადასხვა საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი აქციები გაიმართება.


ნანახია: 2112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია 'სიდას', დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორგანიზაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მათთვის საქმიანობის გაცნობას მთელი
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეურთდნენ.
გამოფენა ორგანიზაციის მიერ 15 წლის განმავლობაში განვლილ გზას ასახავდა.
ქუთაისის მერმა მოადგილეების დანიშვნა დაიწყო.
ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნილი ინტერნეტ პორტალი უკვე ფუნქციონირებს.

ამინდი