ქუთაისს ალტერნატიული მერი ჰყავს
თარიღი : 22-05-2015, 20:57 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროგრამა "ღია თვითმართველობის" ფარგლებში მერის იმიტირებული არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ორი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. "ხალხის პარტიის" ალტერნატიული მერობის კანდიდატი კობა ნოზაძე და კოალიცია "ახალგაზრდა ლიბერალების" კანდიდატი გივი ფურცხვანიძე. მერის არჩევა საკრებულოს სხდომაზე მოხდა. სხდომას საკრებულოს წევრთა 24-კაციანი შემადგენლობიდან ყველა დეპუტატი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრის შედეგად ქუთაისის ალტერნატიული მერი კობა ნოზაძე გახდა.
ცნობისთვის, პროგრამას "ღია თვითმმართველობა" არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი" ახორციელებს. მის მიზანს ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება წარმოადგენს.
თიკო თევდორაძე